უკრაინა ადასტურებს, რომ შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემი „პაველ დერჟავინი" დაზიანდა

უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერი, დმიტრო პლეტენჩუკი ადასტურებს, რომ შავ ზღვაში, დროებით ოკუპირებული სევასტოპოლის მიმდებარედ, რუსული საზღვაო ფლოტის გემი "პაველ დერჟავინი" დაზიანდა. პირველად ვადასტურებ ამ ინფორმაციას ოფიციალურად, ის დაზიანდა. დამატებით დეტალებს ვერ მოგაწვდით მომხდართან დაკავშირებით, თუმცა ფაქტი ასეთია," - განუცხადა დმიტრო პლეტენჩუკმა "რადიო თავისუფლების" უკრაინულ გამოცემას. 


მისივე თქმით, „პაველ დერჟინი" ნამდვილად ეკუთვნის რუსულ ფლოტს, მიუხედავად იმისა რომ წარსულში უკრაინულ საზღვაო ძალებსაც ჰყავდათ ამგვარი დასახელების გემი. 

შავ ზღვაში რუსული გემის დაზიანების ამსახველი ვიდეომასალა თავდაპირველად Telegram არხებზე გავრცელდა. მომხდართან დაკავშირებით რუსულ მხარეს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიანი აგრესიის განმავლობაში უკრაინამ ორ ათეულამდე სხვადასხვა სიმძლავრის რუსეთის სამხედრო ხომალდი და კატარღა გამოიყვანა მწყობრიდან ან ჩაძირა. მათ შორის შავი ზღვის, ფლოტის ფლაგმანი ხომალდი, სარაკეტო კრეისერი "მოსკვა".